ტრენინგის ბოლო დღეა...ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი ნამუშევრები. ვფიქრობ, ეფექტური პრეზენტაცია იყო, შედგა კონსტრუქციული უკუკავშირი. მეც სიამოვნებით მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები. ასე დასრულდა ჩვენი ინტელის ტრენინგები. დიდი მადლობა ხათუნას ასეთი შინაარსიანი და ეფექტური ტრენინგებისათვის. მომავალ შეხვედრამდე!
Thursday, November 5, 2015
Monday, November 2, 2015
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და მეტად საინტერესო ხდება მუშაობა, ამჯერად განვიხილეთ როგორ გავუწიო მოსწავლეებს ფასილიტაცია პროექტებზე მუშაობის პროცესში,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. შეუმჩნევლად გადის დრო, დიდი მადლობა ხათუნააა...
Thursday, October 29, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მასალებს, დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს და მეთოდებს და მათი გათვალისწინებით შევავსე სასწავლო გეგმის შაბლონი.
Monday, October 26, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანი მოსწავლის შეფასების სქემებს, ვიმუშავე თვითშეფასების სქემებზე, მოვნიშნე ჩემთვის საჭირო მონაცემები. კოლეგების გამოცდილების გაზიარება დღევანდელი დღის შენაძენია.
Thursday, October 22, 2015
პროექტის მეხუთე დღე
დავათვალიერეთ და განვიხილეთ ერთამანეთის შექმნილი სასწავლო პროექტების პორტფოლიოს პრეზენტაციები. ავტვირთე ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე ასევე დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება,
სამუშაო შრომატევადი, მაგრამ საინტერესოა, შედეგით კმაყოფილი ვარ.
სამუშაო შრომატევადი, მაგრამ საინტერესოა, შედეგით კმაყოფილი ვარ.
Monday, October 19, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე,გავეცანით შეფასების სქემებს. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, მადლობა ტრენერს.
Thursday, October 15, 2015
ტრენინგის მესამე დღე
განვიხილეთ პროექტის მახასათებლები და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში. გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტის გამოყენებით.
Monday, October 12, 2015
ტრენინგის მეორე დღე
გავეცანით და განვიხილეთ კურსის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებების დაგეგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, გავეცანი ბუკლეტის შაბლონს და დავიწყე მუშაობა ბუკლეტზე.
Thursday, October 8, 2015
ტრენინგის პირველი დღე
დღეს ვისაუბრეთ ტრენინგის შინაარსსა და მოთხოვნებზე. გავეცანი კოლეგების მიერ შესრულებულ სანიმუშო პროექტებს. შევქმენი ბლოგი და საქაღალდე, სადაც მოვათავსე ინტელის სასწავლო პროგრამის მასალები.
Subscribe to:
Posts (Atom)